ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის პროგრამა - მუკუზანი, ზეგაანი, ს.გურჯაანი, ბაკურციხე

10 თებერვალი, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლობასთან შეხვედრები ამჯერად, სოფლებში: მუკუზანში, ზეგაანში, სოფელ გურჯაანსა და ბაკურციხეში გაიმართა.

ადგილობრივებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი მაჭავარიანთან, მერის მოადგილესთან კონსტანტინე ბერიძიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან ერთად შეხვდა.

შეხვედრებზე ადგილობრივებმა, ხმათა უმრავლესობით, ის პრიორიტეტული პროექტები შეარჩიეს, რომელსაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან სოფლისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება.

წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 520 000 ლარია გამოყოფილი.

გააზიარე