ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ვაჩნაძიანში საბავშვო ბაღისკენ მიმავალი საუბნო გზის მოასფალტება მიმდინარეობს

6 ოქტომბერი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, საბავშვო ბაღისკენ მიმავალი საუბნო გზის მოასფალტება მიმდინარეობს. აღნიშნული გზა სადგურის უბანს უკავშირდება.

პროექტის მიხედვით, ასფალტის საფარი დაიგება 282 მეტრი სიგრძის გზაზე, მოეწყობა სანიაღვრე არხი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.

სამუშაოებს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 256 000 ლარით ფინანსდება, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბახტრიონი - 2012“ ასრულებს.

 

გააზიარე