ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ გურჯაანში, ქვემო წითელ უბანში, გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს

1 თებერვალი, 2021

 სოფელ გურჯაანში, ქვემო წითელ უბანში, გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, მოასფალტდება შიდა საუბნო გზა და მოეწყობა ეზოებში შესასვლელები. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე კი შეიცვალა წყალმომარაგების ქსელი.

 გზის რეაბილიტაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს ..გუმბათი'' ასრულებს. პროექტზე 320 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

გააზიარე