ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სამუსიკო სკოლების გაერთიანების 1 წლის ანგარიში

6 დეკემბერი, 2023

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და პირველი მოადგილე ლერი გელენავა ა(ა)იპ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანების 1 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრნენ.

წლიური ანგარიში აუდიტორიას ა(ა)იპ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნინო ჯოხაძემ წარუდგინა, რომელმაც გაერთიანების მუშაობა შეაჯამა და სამუსიკო სკოლების მოსწავლეების მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

მიმდინარე წელს, ა(ა)იპ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებამ 40 - ზე მეტი ღონისძიება გამართა და მოსწავლეებმა 4 ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ.

ა(ა)იპ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანება გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებულ ხუთ სამუსიკო სკოლას აერთიანებს: ქ.გურჯაანის, სოფ. ველისციხის, სოფ. ვაჩნაძიანის, სოფ. კაჭრეთისა და სოფ.კარდენახის. სკოლებში სწავლება საფორტეპიანო, სიმებიანი (ვიოლინო), საორკესტრო (გიტარა), საგუნდო, საესტრადო სიმღერის და ხალხური სიმღერისა და საკრავების მიმართულებით მიმდინარეობს და ჯამში, 374 მოსწავლე ჰყავს.

წლიური ანგარიშის წარდგენა გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

 

 

 

გააზიარე