ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

კარდენახში "სესიაანთ" უბნის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

27 აგვისტო, 2020

სოფელ კარდენახში, ე.წ. სესიაანთ უბნის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება, რომლის საერთო ღირებულებაც 348 842 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამხანაგობა "გზამშენი 15" ასრულებს.

გააზიარე