ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

27 აგვისტო, 2020

ქალაქ გურჯაანში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.სამუშაოების მიმდინარეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა რამაზ ქიტიაშვილმა მოინახულეს. პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, ამფითეატრი და სპორტული მოედანი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება პარკის ტერიტორიაზე მდებარე, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმს. პროექტი ასევე ითვალისწინებს განათების ბოძების, საფეხმავლო ბილიკების, ბორდიურების, სკამების, სანაგვე ურნების და მწვანე საფარის მოწყობას. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით ხორციელდება, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. მიმდინარე წლის შემოდგომაზე გურჯაანს და გურჯაანელებს განახლებული, კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა ექნება!

გააზიარე