ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

გამოქვეყნების თარიღი: 24 April, 2024
დასრულების თარიღი: 10 May, 2024 (დარჩენილია 2 დღე)

             

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ელექტრონულ

________________________

აუქციონის დაწყება - დამთავრება  24.04.2024წ. 12:00 - 10.05.2024. 17:00

 

  1. ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით, შეცვლილი საპრივატიზებო ფასით, გატანილია  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანები:

 

-   ავტომანქანა - OPEL VECTRA B, ჰეტჩბეკი, სახელმწიფო ნომერი - TF 810 FF, გამოშვების წელი - 1996, საწყისი საპრივატიზებო ფასი - 3 600 (სამიათას ექვსასი) ლარი. „ბე“  საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%  - 1080 (ერთიათას ოთხმოცი)  ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 180 (ასოთხმოცი) ლარი.

 აღწერილობა:

მანქანა მუშა მდგომარეობაშია. საჭიროებს შეკეთებას.

 

-   ავტომანქანა - OPEL OMEGA B, სედანი, სახელმწიფო ნომერი - IAA 031, გამოშვების წელი - 1997,   საწყისი საპრივატიზებო ფასი - 600 (ექვსასი) ლარი. „ბე“  საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%  - 180 (ასოთხმოცი)  ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 30 (ოცდაათი) ლარი.

  აღწერილობა:

მანქანა არამუშა მდგომარეობაშია. საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას.

 

-   ავტომანქანა - OPEL OMEGA B, სედანი, სახელმწიფო ნომერი - USU 902, გამოშვების წელი - 1996,    საწყისი საპრივატიზებო ფასი - 2 520 (ორიათას ხუთასოცი) ლარი. „ბე“  საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%  - 756 (შვიდასორმოცდათექვსმეტი)  ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 126 (ასოცდაექვსი) ლარი.

  აღწერილობა:

მანქანა არამუშა მდგომარეობაშია. საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას.

 

-   ავტომანქანა - NISSAN PATHFINDER, მაღალი გამავლობის, სახელმწიფო ნომერი -  TF 420 FF,           გამოშვების წელი  1999, საწყისი საპრივატიზებო ფასი - 5 520 (ხუთიათას ხუთასოცი) ლარი. „ბე“  საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%  - 1656 (ერთიათას ექვსასორმოცდათექვსმეტი)  ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 276 (ორასსამოცდათექვსმეტი) ლარი.  

  აღწერილობა:

მანქანა არამუშა მდგომარეობაშია. საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას.

 

-    ავტომანქანა - VAZ 21214, მაღალი გამავლობის, სახელმწიფო ნომერი -  MN 417 MM. გამოშვების წელი  2006, საწყისი საპრივატიზებო ფასი - 1 260 (ერთიათას ორასსამოცი) ლარი. „ბე“  საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%  - 378 (სამასსამოცდათვრამეტი)  ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 63 (სამოცდასამი) ლარი.

  აღწერილობა:

მანქანა მუშა მდგომარეობაშია. საჭიროებს შეკეთებას.

 

-    ავტომანქანა - MERCEDES - BENZ C 280, სედანი, სახელმწიფო ნომერი -  TF 421 FF, გამოშვების წელი 1995, საწყისი საპრივატიზებო ფასი - 3 180 (სამიათას ასოთხმოცი) ლარი. „ბე“  საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%  - 954 (ცხრაასორმოცდათოთხმეტი)  ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 159 (ასორმოცდაცხრამეტი) ლარი.

  აღწერილობა:

 მანქანა არამუშა მდგომარეობაშია. საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას.

 

  1.   პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, დემონტაჟის პირობით, საპრივატიზაციოდ, შენობაზე მიმაგრებული მიწის გარეშე, გატანილია:

 

- სოფელ ახაშენში მდებარე ყოფილი ამბულატორიის შენობა-ნაგებობა, ს.კ. 51.08.59.644 (შენობის განაშენიანების სავარაუდო ფართია - 167 კვ.მ ) საწყისი საპრივატიზებო  ფასი -  0 (ნული) ლარი.   განისაზღვროს   „ბე“  - 50 (ორმოცდაათი) ლარის, სავაჭრო ბიჯი - 10 (ათი)  ლარის ოდენობით.

ობიექტის აღწერილობა:

შენობა-ნაგებობა  ძველია, არ ექვემდებარება რეკონსტრუქციას.

 

აუქციონის პირობა:

 

  • შენობა-ნაგებობის პრივატიზება ხორციელდება დემონტაჟის პირობით, მიმაგრებული მიწის გარეშე;

 

  • აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონის დასრულებიდან ორი თვის ვადაში, უზრუნველყოს შენობის დემონტაჟი, ტერიტორიის გასუფთავება  და მოსწორება;

 

  • განხორციელდეს დემონტაჟი მერიის მიერ გაცემული, დემონტაჟზე მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაცვით - კერძოდ, აუქციონში გამარჯვებულის  მიერ წარმოდგენილ იქნას - დემონტაჟის პროექტი (გეგმები, დემონტაჟის ორგანიზაციის პროექტი გრაფიკით, უსაფრთხოების ნორმების დაცვის პროექტი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შენობის შემოღობვის პროექტი და სადემონტაჟე პერიმეტრზე არსებული კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტი) და დემონტაჟის მოსაკრებელი განაშენიანების ფართის მიხედვით ( 1 ლარი - 1კვმ-ზე).

 

3)  პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით გატანილია ქ. გურჯაანსა და სოფელ ვაჩნაძიანში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული, გამოუსადეგარი ლითონის  ნივთები - ჯართი.

 

    1 ტონა ჯართის საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 436,5 (ოთხას ოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი. „ბე“ - საწყისი   საპრივატიზაციო ფასის 30% - 131 (ასოცდათერთმეტი ) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 22 (ოცდაორი) ლარი.

          ჯართის საერთო წონა დასაზუსტებელია. შესაბამისად, სრული ღირებულება დადგინდება წონის დაზუსტების შემდეგ.

 

აუქციონის პირობა :

 

-     შესყიდვამდე, პოტენციურ მყიდველს შეუძლია ჯართი ადგილზე დათვალიერება.

 

-     ჯართის წონა დასაზუსტებელია. მითითებული საწყისი საპრივატიზაციო თანხა არის 1 (ერთი) ტონა 

       ჯართის  ფასი.

 

-     მყიდველი უფლებამოსილია საერთო რაოდენობიდან შეიძინოს მისთვის სასურველი წონის ჯართი.

 

-     მყიდველი     ვალდებულია   აუქციონში   გამარჯვებიდან   30 (ოცდაათი)  კალენდარული  დღის 

       ვადაში, საკუთარი     ხარჯებით,   მუნიციპალიტეტის   წარმომადგენელის   თანდასწრებით,   

       მოახდინოს    ჯართის გადაწონვა,  რის     შემდეგაც    მოხდება   სარეალიზაციო  ქონების  ზუსტი  

       წონისა და შესაბამისად, ზუსტი  ღირებულების დადგენა.

 

 

 

 

  • მყიდველი ვალდებულია ქონების გადაწონვა, დატვირთვა და გატანა განახორციელოს საკუთარი სახსრებით. ამასთან, ვალდებული და პასუხისმგებელია შრომის და ხანზარსაწინააღმდეგო უსაფრთხების წესების დაცვაზე.

 

  • მყიდველი ვალდებულია შეძენილი ქონების გატანა განახორციელოს მას შემდეგ, რაც ქონების ზუსტი წონის დადგენის შემდეგ, წარმოადგენს საბოლოო ფასის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტს. მყიდველს გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას.

 

4)  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქ. N 58/ა-ში მდებარე, ე.წ. „საქმიან ეზოში“ განთვსებული, გამოუსადეგარი პლასტმასის  ნარჩენი.

 

1 ტონა პლასტმასის ნარჩენის საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 600 (ექვსასი) ლარი.  „ბე“ - საწყისი

საპრივატიზაციო ფასის 30% - 180  (ასოთხმოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 30 (ოცდაათი) ლარი.

           პლასტმასის საერთო წონა დასაზუსტებელია. შესაბამისად, სრული ღირებულება დადგინდება წონის დაზუსტების შემდეგ.

 

     აუქციონის პირობა :

 

-      შესყიდვამდე, პოტენციურ მყიდველს შეუძლია პლასტმასის ნარჩენ ადგილზე დათვალიერება.

 

-    პლასტმასის ნარჩენის წონა დასაზუსტებელია. მითითებული საწყისი საპრივატიზაციო თანხა არის 1 (ერთი) ტონა პლასტმასის ფასი.

 

-  მყიდველი უფლებამოსილია საერთო რაოდენობიდან შეიძინოს მისთვის სასურველი წონის პლასტმასის ნარჩენი.

 

-   მყიდველი     ვალდებულია   აუქციონში   გამარჯვებიდან   30 (ოცდაათი)  კალენდარული  დღის  ვადაში, საკუთარი ხარჯებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელის თანდასწრებით, მოახდინოს   ნარჩენის გადაწონვა, რის შემდეგაც მოხდება სარეალიზაციო ქონების ზუსტი წონისა და შესაბამისად, ზუსტი ღირებულების დადგენა.

 

  • მყიდველი ვალდებულია ქონების გადაწონვა, დატვირთვა და გატანა განახორციელოს საკუთარი

სახსრებით. ამასთან, ვალდებული და პასუხისმგებელია შრომის და ხანზარსაწინააღმდეგო უსაფრთხების წესების დაცვაზე.

 

-   მყიდველი ვალდებულია შეძენილი ქონების გატანა განახორციელოს მას შემდეგ, რაც ქონების ზუსტი წონის დადგენის შემდეგ, წარმოადგენს საბოლოო ფასის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტს. მყიდველს გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას.

 

5) იჯარით გაცემის მიზნით, ელექტრონულ აუქციონზე გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე 97კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 51.01.61.063. საწყისი წლიური საიჯარო ქირაა - 1140 (ერთიათას ასორმოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 57 (ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 342 (სამასორმოცდაორი) ლარი. საიჯარო ვადა - 5 (ხუთი) წელი.

 

ობიექტის აღწერილობა:

მიწის ფართობი მდებარეობს ქ, გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

 

 

  •  

 

 

ქონების პრივატიზებისას:

 

-  ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა   შესაძლებელია ნაღდი

    ანგარიშსწორებით ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.

 

-  ელექტრონულ აუქციონში  გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

    ოქმი.

 

-  გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონში

    გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

-  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15

    კალენდარული დღის ვადაში უნდა  უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა

    სს ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბანკის კოდი LBRT GE 22, ანგარიშის ნომერი -        

    GE16LB0121192433146005.

 

-  იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული ხელს არ მოაწერს აუქციონის გამარჯვების 

   დამადასტურებელ ოქმს, აუქციონის შედეგები უქმდება. ხოლო, გადახდილი საგარანტიო თანხა - (ბე)    

   უკან აღარ ბრუნდება;

 

-  30 კალენდარული  დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის

    შედეგები უქმდება.

 

-  ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, აუქციონში  გამარჯვებულს გადაეცემა  

   საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

 

-  ქონების დათვალიერება შესაძლებელია ქონების  მესაკუთრესთან შეთანხმებით.

 

-  დამატებითი ინფორმაციისათვის  დაგვიკავშირდით ნომერზე - 599 85 22 88. ასევე, შეგიძლია 

   დარეკოთ ცხელ ხაზზე -  1420.

 

ქონების იჯარით გაცემისას:

 

-  ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა   შესაძლებელია ნაღდი

    ანგარიშსწორებით ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.

 

- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.

 

- აუქციონში გამარჯვებულმა 15 კალენდარული დღის  განმავლობაში უზრუნველყოს აუქციონის შედეგად დაფიქსირებული, ორი თვის საიჯარო ქირის გადახდა სს ლიბერთი ბანკი ნებისმიერ ფილიალში. ბანკის კოდი LBRT GE 22, ანგარიშის ნომერი - 300503047.

 

- აუქციონში გამარჯვებული, გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და დაფიქსირებული, ორი თვის საიჯარო ქირის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში ქონების მესაკუთრესთან აფორმებს საიჯარო ხელშეკრულებას.

 

- იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული ხელს არ მოაწერს აუქციონის გამარჯვების    დამადასტურებელ ოქმს, აუქციონის შედეგები უქმდება. ხოლო, გადახდილი საგარანტიო თანხა - (ბე) უკან აღარ ბრუნდება.

 

- საწყისი თანხა შეადგენს ქონების იჯარით სარგებლობის ერთი წლის საიჯარო ქირას.

 

 

 

 

- ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით.

 

- დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლია დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 599 85 22 88. ასევე, დარეკოთ ცხელ ხაზზე - 1420.

 

 

 

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია

 

 

 

 

გააზიარე