გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 2021-2022 სასწავლო წლის ოქროს მედალოსნებს საჩუქრად - 500, ხოლო ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს 400 ლარს გადასცემს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 2021-2022 სასწავლო წლის ოქროს მედალოსნებს საჩუქრად - 500, ხოლო ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს 400 ლარს გადასცემს.
ოქროსა და ვერცხლის მედალოსანმა მოსწავლეებმა, კუთვნილი თანხის მისაღებად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
განცხადება;
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
საინფორმაციო ბარათი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;
საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი;
არსებული ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 84 მედლის კანდიდატია, აქედან 66- ოქროს, ხოლო 18 ვერცხლის მედლის. მედალოსნების სია, 20 აგვისტოს შემდეგ გამოქვეყნდება.