ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ

7 April, 2023

გურჯაანის ტექნოპარკში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული ჯილდო 80 მოსწავლეს, პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.

აღნიშნული პროგრამა ვრცელდება იმ მოსწავლეებზე, რომლებმაც 2021-2022 სასწავლო წელს, საბაზისო საფეხური წარჩინებით დაძლიეს და რომელთა საფეხურის ქულა, დამრგვალების გარეშე შეადგენს 10 - ს.

გააზიარე