ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ბრძანება 1993-2002წლებში დაბადებულ წვევამდელთა გაწვევის შესახებ

8 აგვისტო, 2020

№ 1583        07 / აგვისტო / 2020 .                                                                                        . გურჯაანი

 

1993-2002 წლებში დაბადებულ წვევამდელთა გაწვევის შესახებ

 

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 ივლისის № 474 დადგენილების, „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“, საქართველოს კანონის ’’სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის 04 აგვისტოს # SSG 3 20 00095208 მომართვის საფუძველზე, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა ორგანიზებულად გაწვევის მიზნით:

 

       ვბრძანებ:

1.        შეიქმნას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში გამწვევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

-          არჩილ ხანდამაშვილი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი- კომისიის თავმჯდომარე:

-            ზაქარია ანანეიშვილი- გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსიკომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

-             ნანა მამისაშვილი - კომისიის მდივანი-მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

     კომისიის წევრები:

- მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მესამე რანგის პირველი კატეგორიის

უფროსი სპეციალისტი:დათო ბაქრაძე;

- მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მესამე რანგის მეორე

კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ავთანდილ ცისკარაშვილი;

- შსს გურჯაანის სამმართველოს უფროსის მოადგილე: ბექა ახალაური;

- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი უმცროსი ლეიტენანტი: ვალერიან რევაზიშვილი.

 

2.       დაევალოს:

 

 

8/7/2020

- კომისიას -1993-2002 წლებში დაბადებულ მოქალაქეთა საქართველოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის დროულად და ორგანიზებულად ჩატარება, რომელიც უნდა გაგრძელდეს 2020 წლის 03.08-დან 26.12-მდე;-             გურჯაანის  მუნიციპალიტეტის   მერიის    საფინანსო-საბიუჯეტო    სამსახურს უზრუნველყოს საშემოდგომო გაწვევის მთელი პერიოდის ხარჯების დაფინანსება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოთა რწმუნებულებს-გააფრთხილონ და უზრუნველყოს საპატრულო სამსახურთან ერთად,ადგილობრივი თვითმმართველობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ მიწოდებული შეტყობინების საფუძველზე წვევამდელთა ორგანიზებულად გამოცხადება გამწვევ პუნქტში,უწყებაში ნაჩვენები დროის მიხედვით.

 

3.          ეთხოვოს:

-                გურჯაანის      შსს          სამმართველოს-აღმოუჩინოს დახმარება       ადგილზე ადგილობრივი თვითმმართველობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს,იმ წვევამდელთა მოძებნა და გამწვევ უბანზე გამოცხადებაში,რომლებიც თავს არიდებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს;- მასმედიას გააშუქოს და აქტიური პროპაგანდა გაუწიოს წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას და ჭაბუკთა სამხედრო პატრიოტული აღზრდის საკითხებს;

 

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში (მისამართი: ქ.გურჯაანი ნონეშვილის გამზირი №13).

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი :  არჩილ ხანდამაშვილი

 

გააზიარე