ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ბაკურციხეში ე.წ. აბრამიშვილების უბნის რეაბილიტაციო მიმდინარეობს

10 მარტი, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ე.წ. აბრამიშვილების უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  პროექტის ფარგლებში რკინა-ბეტონის გზა მოეწყობა 400 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთეზე, ასევე რეაბილიტირდება ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.  საგზაო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება, რაზეც 83 799 ლარი დაიხარჯება.  პროექტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ზანაძგა" ასრულებს

გააზიარე