ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", მუნიციპალიტეტის სოფლებში, სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს

19 დეკემბერი, 2022

ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", მუნიციპალიტეტის სოფლებში, წყალმომარაგების სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

აღდგა და ექსპლუატაციაში შევიდა სოფელ ჯიმითის წყლის სათავე-ნაგებობაზე, სხვადასხვა მონაკვეთზე დაზიანებული, წყლის მაგისტრალი;

ექსპლუატაციაში შევიდა მწყობრიდან გამოსული 10 წყლის ჭაბურღილი შემდეგ სოფლებში: კალაური, მუკუზანი, ველისციხე, ახაშენი, ჩუმლაყი, ყიტაანი, გურჯაანი, ვეჯინი, კარდენახი, მელაანი;

სოფელ ვეჯინში არსებულ ჭაბურღილზე დამონტაჟდა 1 ახალი წყლის საქაჩი "ტუმბო";

დაზიანებული წერტილოვანი მონაკვეთები აღდგა შემდეგ სოფლებში: შაშიანი, ვაზისუბანი, გურჯაანი, ბაკურციხე, ჩალაუბანი, მელაანი, კაჭრეთი, არაშენდა, ჯიმითი;

სოფელ ვაზისუბანში ე.წ. "სოლოლაკის უბანში", სპეცტექნიკის და მობილური ჯგუფის წევრების მიერ, 100 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, დასრულდა ახალი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები, რაც დატბორვის საფრთხეს უქმნიდა რამდენიმე მოსახლის ეზოს;

ასევე, ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისის" მიერ, სამუშაოები განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით:

მოსწორდა და გაიწმინდა საუბნო გზის მონაკვეთები შემდეგ სოფლებში: ვაზისუბანი, ბაკურციხე;

გააზიარე