ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

15 ივლისს გურჯაანის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

15 ივლისი, 2020

დღეს, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გურჯაანის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.  წიგნი აუდიტორიას ავტორმა, პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა და წიგნის თანაავტორმა, სტუდენტმა მარიამ ჯაფოშვილმა წარუდგინეს. წიგნი გურჯაანის კულტურული ძეგლების, ისტორიული ადგილების, ტურისტული ობიექტების, გამოჩენილი ადამიანების და მუნიციპალიტეტის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. პრეზენტაციას, სხვა დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და ვიცე-მერი თეიმურაზ ზავრაშვილი ესწრებოდნენ. გიორგი დვალაშვილმა წიგნის მომზადების დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტს მერს არჩილ ხანდამაშვილს, მერიის უფროს სპეციალისტს ძეგლთა დაცვის საკითხებში, ისტორიკოსს - თამაზ მარკოზაშვილს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროექტის განხორციელებისთვის, ასევე, მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო პროექტში.  წიგნი გურჯაანის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტის ფარგლებში გამოიცა. პრეზენტაციის დასასრულს მუნიციპალიტეტის ყველა ბიბლიოთეკას და ღონისძიების სტუმრებს წიგნები საჩუქრად გადაეცათ.

გააზიარე