6 თვეში, მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსების პროგრამით, 442 ბენეფიციარს გაეწია დახმარება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, მიმდინარე წლის 6 თვეში, მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების და საანალიზო - ტექნიკური საშუალებების თანადაფინანსების პროგრამით, 442 ბენეფიციარს გაუწია დახმარება.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 71 214 ლარი გაიცა.