ქალაქ გურჯაანში გზების რეაბილიტაცია განხორციელდა
ქალაქ გურჯაანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
მიმდინარე წელს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა - ვაჩნაძის, კოტეხის, უტიაშვილის, გაურჯის, აღმაშენებლის მეორე ჩიხს, სარაჯიშვილის მეორე შესახვევის, წმ.ნინოს პირველ და მეორე ჩიხებს. აღსანიშნავია, რომ ამ უბნების მაცხოვრებლების უგზოობის პრობლემა მრავალი წლის განმავლობაში აწუხებდათ.
"გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ გურჯაანში საუბნო გზების რეაბილიტაციას ეტაპობრივად ახორციელებს. უკვე დასრულებულია 8 საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, განხორციელდა ქალაქ გურჯაანში ოთხი გზის რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვა, რომელთა რეაბილიტაციაც მომდევნო ეტაპზე განხორციელდება. ქალაქ გურჯაანში, წელს ასევე, მოასფალტდა და კეთილმოეწყო მრავალბინიანი კორპუსების ეზოები, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8400 კვმ - მდე ფართობის ეზოსა და ჩიხს, რაც აუცილებლად ეტაპობრივად გაგრძელდება და ქალაქ გურჯაანში ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზო იქნება კეთილმოწყობილი. " - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი.
ქალაქ გურჯაანში გზებისა და ეზოების რეაბილიტაციაზე, მიმდინარე წლის რვა თვეში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1, 5 მლნ ლარამდე დაიხარჯა.