მინი-ფეხბურთის ზონალური ტურნირის გამარჯვებული ჩუმლაყის გუნდი გახდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ა(ა)იპ "გურჯაანის სპორტული გაერთიანების"ორგანიზებით მინი - ფეხბურთის ზონალური ტურნირი ჩატარდა.
ტურნირში რვა სოფლის გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც ჩემპიონობა სოფელ ჩუმლაყის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში სოფელ კალაურის გუნდი ანგარიშით 5:2 დაამარცხა. მესამე ადგილზე კი ველისციხის გუნდი გავიდა.
გამარჯვებულებს და პრიზიორებს, გურჯაანის სპორტული გაერთიანების მიერ დაწესებული სამახსოვრო თასები, მედლები, სიგელებით და სპორტული ინვენტარი გადაეცათ.