ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ახალი ამბები

24 თებერვალი 2020

სოფელ ჯიმითში სკოლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია მიმდინარებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში სკოლისკენ მიმავალი გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.  პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 1460 მეტრი სიგრძის გზა, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.

24 თებერვალი 2020

რეგიონული საჭადრაკო ჩემპიონატი გურჯაანში

 გურჯაანის საჭადრაკო კლუბმა კახეთის რეგიონულ ჩემპიონატს უმასპინძლა. საჭადრაკო ტურნირში 80-მდე ახალგაზრდა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა, სადაც წარმატებით იასპარეზეს გურჯაანელმა მოჭადრაკეებმა.

24 თებერვალი 2020

ველისციხეში ახალგაზრდებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს.

სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სასკოლო პროექტის - ,,ეს ქვეყანა შენია" ფარგლებში, დასუფთავების აქცია მოაწყვეს. ახალგაზრდებმა ეკლესიის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

21 თებერვალი 2020

2019 წელს სოფელ ვაჩნაძიანში ე.წ. მოსემღვდლიშვილების უბნის გზა რეაბილიტირდა

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2019 წელს, სოფელ ვაჩნაძიანში კიდევ ერთი შიდა საუბნო გზის - ე.წ. მოსემღვდლიშვილების უბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

20 თებერვალი 2020

სოფელ ვაჩნაძიანში ე.წ. მარჩილაშვილების უბნის გზა რეაბილიტირდა

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2019 წელს, სოფელ ვაჩნაძიანში ე.წ. მარჩილაშვილების უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

19 თებერვალი 2020

რეგიონული ინოვაციების ცენტრის (ტექნოპარკის) მშენებლობა გურჯაანში

ქალაქ გურჯაანში, კოსტავას ქუჩაზე, რეგიონული ინოვაციების ცენტრის (ტექნოპარკის) მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

18 თებერვალი 2020

2019 წელს სოფელ ვაჩნაძიანში სტადიონის უბანი რეაბილიტირდა

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2019 წელს, სოფელ ვაჩნაძიანში ე.წ. სტადიონის უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.