მიმდინარე წლის 6 თვეში, სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 2 432 ბენეფიციარს გაუწია დახმარება. უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სწავლის თანადაფინანსება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, მიმდინარე წლის 6 თვეში, სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 2 432 ბენეფიციარს გაუწია დახმარება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ მომსახურებაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 891 178 ლარი გაიცა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს :
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
ახალშობილთა ოჯახების დახმარება;
ბავშვთა და იშვიათი დაავადებების მქონე პირთა საკვებით უზრუნველყოფა;
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება;
ბავშვთა სამედიცინო - სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსება;
სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება;
მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების და საანალიზო - ტექნიკური საშუალებების თანადაფინანსება;
ა(ა)იპ სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია მოქალაქეთა თანადგომის დაფინანსება;
ომის ვეტერანების და მათი ოჯახების დახმარება;
მიცვალებულთა სარიტუალო ხარჯების დაფინანსება;
დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა;
უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება;
ხანდაზმულ პირთა დანართი;
ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარება;
ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება;
სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება;
შშმ პირთა დახმარება;