სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების პროგრამით, მიმდინარე წლის 6 თვეში, 448 ბენეფიციარმა ისარგებლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების პროგრამით, მიმდინარე წლის 6 თვეში, 448 ბენეფიციარმა ისარგებლა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 171 339 ლარი გაიცა.
სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების ქვეპროგრამა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და/ან დევნილის სტატუსის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ პირთა, სამედიცინო მომსახურების (სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობა, კლინიკო - ლაბორატორიული, ინსტრუმენტული, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები) ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.