ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ზურაბ უტიაშვილმა სოფელ ვეჯინში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

30 May, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს რამაზ ქიტიაშვილთან ერთად, სოფელ ვეჯინში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

ამ დროისთვის, სოფელ ვეჯინში ორი შიდა საუბნო გზის - ე.წ. „სიბაანთ უბნისა“ და ე.წ. „ტოპრაკაანთ უბნების“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ორივე პროექტი რეგიონებში განსახოციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ჯამში 1 500 536 ლარით ფინანსდება.

სოფელ ვეჯინში ასევე მიმდინარეობს მინი სპორტული მოედნის მოწყობაც, რომელზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 79 111 ლარი იხარჯება.

გააზიარე