ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ზემო კაჭრეთში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

5 აგვისტო, 2019

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში ამბულატორიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტირდა შენობის დაზიანებული სახურავი, მოეწყობა და გარემონტდება სამი ოთახი და სველი წერტილები. ასევე, რეაბილიტირდება შენობის გარე ფასადი და მოეწყობა პანდუსი. სამუშაოებზე 28 500 ლარამდე დაიხარჯება. 

გააზიარე