ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ვეტერან ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე გურჯაანელმა ბადრი ბასოშვილმა მეორე ადგილი დაიკავა

13 ივნისი, 2023

სლოვენიის ქალაქ პოდჩეტრტეკში გამართულ ვეტერან ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე გურჯაანელმა ბადრი ბასოშვილმა მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დღეს, ევროპის ჩემპიონატის მედალოსანს - ბადრი ბასოშვილს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლერი გელენავა შეხვდა, მიღწეული გამარჯვება მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა.

ბადრი ბასოშვილი ტურნირზე ა(ა)იპ გურჯაანის სპორტული გაერთიანების ხელშეწყობით გაემგზავრა.

გააზიარე