ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ვაჩნაძიანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

12 სექტემბერი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ ვაჩნაძიანში საბავშვო ბაღისკენ მიმავალი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

 პროექტის მიხედვით, მოასფალტდება 282 მეტრი სიგრძის გზა, მოეწყობა სანიაღვრე არხი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. ამ ეტაპზე, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბახტრიონი - 2012“, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

 გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 256 000 ლარით ფინანსდება.

 

გააზიარე