ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

უკრაინელი ბავშვებისთვის კონცერტი გაიმართა

29 ივნისი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში არსებული სასტუმრო "Akhasheni wine resort" , უკრაინის ქალაქ ლვოვიდან ჩამოსული ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებულ საზაფხულო ბანაკს მასპინძლობს.

დღეს, სპეციალურად უკრაინელი სტუმრებისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის ორგანიზებით, კონცერტი გაიმართა, რომელსაც მერის მოვალეობის შემსრულებელი ლერი გელენავა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში ტატო გოდერძიშვილი, "ლეკო სტუდია" და მუნიციპალურ კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

უკრაინელი ახალგაზრდების ბანაკი "ახალგაზრდობის სააგენტოს" ეგიდით ხორციელდება და ამჯერად 45 უკრაინელ ახალგაზრდას მოიცავს.

გააზიარე