ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სტიქიით დაზარებულ ოჯახებს ტენტები გადაეცათ

5 აგვისტო, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელ სახლებს, გუშინ დილით, ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა, დროებით პრობლემის აღმოსაფხვრელად, ტენტები გადასცა.

ამ დროის მონაცემებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლის სახურავია დაზიანებული, მათ შორისაა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები.

ასევე, გრძელდება გზების გაწმენდა ხეებისგან და უხვი ნალექის შედაგად ჩამოტანილი ნაშალი მასალისგან.

გააზიარე