ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სპორტის პედაგოგებს ახალი ინვენტარი გადაეცა

23 თებერვალი, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და მერის პირველმა მოადგილემ ლერი გელენავამ, სასკოლო - სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილე საჯარო სკოლების სპორტის პედაგოგებს, სპორტული ფორმები და შესაბამისი ინვენტარი გადასცეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები სასკოლო - სპორტულ ოლიმპიადაში, რომელიც სპორტის 7 სახეობაში ტარდება, ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას.

გააზიარე