ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის პროგრამის შეხვედრები გრძელდება

13 თებერვალი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი  შეხვედრები გრძელდება. 

ამჯერად მერის მოადგილე ლერი გელენავა სოფელ ჩალაუბნის, კაჭრეთის, ზემო კაჭრეთის, ჯიმითისა და მელაანის მოსახლეობას თანამშრომლებთან ერთად შეხვდა. 

მოსახლეობამ პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტებიდან სკვერის, სანიაღვრე არხისა და გარე განათების მოწყობა, სპორტული დარბაზისა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია აირჩია. 

 მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, ჩალაუბასა და ზემო კაჭრეთში 16 000, ხოლო ჯიმითში, მელაანსა და კაჭრეთში 20 000 ლარი დაიხარჯება. 

 

გააზიარე