ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ვაჩნაძიანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

5 ნოემბერი, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, “მეგრელიშვილების” და ალექსი ნატროშვილის სახელობის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია უტარდება 350 მეტრი სიგრძის გზას, კეთდება ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “ფენიქსი” ასრულებს, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 172 187 ლარი დაიხარჯება.

გააზიარე