ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ კალაურში, ხევისა და სავარგულების გზის გაწმენდა მიმდინარეობს

6 May, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, ხევისა და სავარგულების გზის გაწმენდა მიმდინარეობს.

გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შემდეგ, წყალმა სავარგულებისკენ მიმავალი გზა დააზიანა და მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ.

ადგილზე, დღეს დილიდან მუშაობენ ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისის თანამშრომლები და შესაბამისი ტექნიკა. პროცესში ასევე ჩართული არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.

ამ დროისთვის სავარგულებისკენ მიმავალი გზის გაწმენდის სამუშაოები დასრულებულია და მოქალაქეები შეუფერხებლად გადაადგილდებიან. ხევის გაწმენდა კი ორ დღეში დასრულდება.


გააზიარე