ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ჩუმლაყში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

2 აგვისტო, 2023

სოფელ ჩუმლაყში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, მოასფალტდა 2 კმ-მდე სიგრძის გზა, მოეწყო ეზოებთან მისასვლელები და მიერთებები.

გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 682 000 ლარით დაფინანსდა.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა, შპს "ბახტრიონი-2012" შეასრულა.

გააზიარე