ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ჩალაუბანში წყლის ახალი ჭაბურღილი ჩაირთო

6 სექტემბერი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ე.წ “ღვინიანთ უბანში”, წყლის ახალი ჭაბურღილი მოეწყო.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 182 291 ლარით დაფინანსდა.

ჭაბურღილთან დაიდგა წყლის 25 ტონიანი რეზერვუარიც, რომლითაც 150 ოჯახი ისარგებლებს.

სამუშაოები შპს-მ “ჰიდროგეო”, შეასრულა.

გააზიარე