ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

შეხვედრები არაშენდის ადმინისტრაციულ ერთეულში

14 თებერვალი, 2023

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მორიგი შეხვედრები არაშენდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართა. ზიარში, ფხოველში, ქოდალოში, არაშენდასა და დარჩეთში შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა. ადგილობრივებმა შეხვედრაზე მთავარ მოსაგვარებელ საკითხებად გზების მოხრეშა, მოსაცდელის მოწყობა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია და სასაფლაოს შემოღობვა დაასახელეს. მიმდინარე წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 520 000 ლარია გამოყოფილი, საიდანაც არაშენდის ადმინისტრაციულ ერთეულში 68 000 ლარი დაიხარჯება.

გააზიარე