ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთან

21 ნოემბერი, 2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის

დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) უფროსის მოადგილემ ირმა

გელანტია-ახვლედიანმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ტრენინგი

ჩაატარა თემაზე " სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის

ასპექტები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში".

შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი,

საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის

წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა, შეხვედრისას ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიისა" და სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას მუნიციპალიტეტის დონეზე.

სამუშაო პროცესში განიხილეს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორის პასუხისმგებლობები, ასევე უფლებამოსილებისა და

დელეგირების პრაქტიკული მაგალითები, მერიის მასშტაბით რისკის მართვის სისტემის დანერგვა და რისკების ოფიცრის პოზიციის შემოღების აუცილებლობა. საუბარი შეეხო ახალ მიდგომას - ა(ა)იპ -თან საბიუჯეტო მომსახურების ფარგლებში მომსახურების გაწევის შესახებ შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით.

მხარეები შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და კონკრეტული აქტივობების შესრულებაზე, რომელიც ჰარმონიზაციის ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდება მიმდინარე წლის ბოლომდე შეიქმნება

უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის დელეგირების დოკუმენტი, რისთვისაც შესაბამისი აქტივობები დაიგეგმა.

გააზიარე