ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სასკოლო სპორტულ სპარტაკიადაში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა

10 ივნისი, 2023

გურჯაანის სპორტკომპლექსში, მუნიციპალიტეტის სასკოლო სპორტულ სპარტაკიადაში გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება გაიმართა.

სპარტაკიადაში წელსაც, გუნდური პირველი ადგილი სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე მეოთხე საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მესამე ადგილი კი ახაშნის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.

სასკოლო სპარტაკიადის გამარჯვებულებს და პრიზიორებს გურჯაანის სპორტული გაერთიანების მიერ დაწესებული, სამახსოვრო თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ - ლერი გელენავამ, საკრებულოს თავმჯდომარე - ვანო ბერიძიშვილმა, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილის ბიუროს უფროსმა - გოგი მაჩხაშვილმა, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - დალი მინდიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.

მუნიციპალიტეტის სასკოლო სპორტული სპარტაკიადა, სპორტის 7 სახეობაში, ყოველწლიურად ტარდება.

გააზიარე