ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

საგანმანათლებლო პროექტი “გურჯაანიtalks” - ი დასრულდა.

8 ივლისი, 2021

გურჯაანის ტექნოპარკში საგანმანათლებლო პროექტის “გურჯაანიtalks” დასკვნითი პრეზენტაციები გაიმართა.

სპიკერმა დავით ჩეჩელაშვილმა ისაუბრა თემაზე „როგორ გავხდე სტარტაპერი“, ხოლო

დაჩი ჯანელიძემ „მწვანე საჩუქარი” განიხილა.

პრეზენტაციების პარალელურად ტექნოპარკში წარმატებული სტარტაპერების გამოფენა გაიმართა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმაც დაათვალიერა.

ეკომეგობრული USB კაბელის მწარმოებელმა კომპანიამ “ტენე”, გამოფენის პარალელურად კამპანია “არაპლასტმასს” ჩაატარა და საზოგადოებას მისი შეგროვებისა და სასარგებლოდ გადამუშავებისკენ მოუწოდა.

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საგანმანათლებლო პროექტი გურჯაანიtalks გურჯაანის ტექნოპარკში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში შესაძლებლობების აღმოჩენას, არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას თანამედროვე ტექნოლოგიებით, ინოვაციითა და სტარტაპების შექმნით.

გააზიარე