ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

რა გაკეთდა მუკუზნის და ზეგაანის ადმინისტრაციულ ერთეულში 2022 წელს

17 ნოემბერი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზნის და სოფელ ზეგაანის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2022 წელს, შემდეგი სამუშაოები განხორციელდა:

სოფელ მუკუზანში:

მოასფალტდა ე.წ. უზუნაშვილების უბნის და სტადიონთან მისასვლელი გზა;

მინი სტადიონთან მისასვლელ გზაზე მოეწყო სანიაღვრე არხი;

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჭერმის ხევში არსებულ წყლის სათავე-ნაგებობას;

საბავშვო ბაღში მოეწყო სველი წერტილები;

მინი სტადიონზე მოეწყო მკლავჭიდის მაგიდა და მოხდა სპორტული ინვენტარის შეძენა;

მიმდინარეობს არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაცია, სადაც დამონტაჟდება 18 ტონიანი რეზერვუარი და მოეწყობა საუბნო ქსელი;

გაიმართა დასუფთავების აქციები;

სოფელ ზეგაანში:

მოასფალტდა ე.წ. საჯარო სკოლის გზა ;

მოეწყო სავარჯიშო და საბავშვო სივრცეები ;

მოეწყო ერთი ახალი ჭაბურღილი ;

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ე.წ ჭინკას უბანში არსებულ ჭაბურღილს, სადაც დამონტაჟდა 16 ტონიანი რეზერვუარი;

გააზიარე