ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

პროექტის "თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიები" მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა

11 ოქტომბერი, 2022

გურჯაანის ტექნოპარკში, პროექტის "თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიები" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 150 - მა ახალგაზრდამ, რომლებიც შევსებული აპლიკაციის საფუძველზე შეირჩნენ, კომპიუტერული უნარების საბაზისო და საფუძვლიანი ტრენინგები გაიარეს და სხვადასხვა ციფრული პროფესია შეისწავლეს. ტრენინგის 41 მონაწილე კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატით დაჯილდოვდა.

ცერემონიალს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, მერის მოადგილე ლერი გელენავა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე დაესწრნენ.

პროექტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელშეწყობით, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება ახორციელებდა. სასწავლო ლექციების კურსი ილიაუნის ტექნოლოგიების კიბერლატორია UniLab-მა ჩაატარა.

გააზიარე