ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მინი-ფეხბურთის ზონალური ტურნირის გამარჯვებული ჩუმლაყის გუნდი გახდა

11 აგვისტო, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ა(ა)იპ "გურჯაანის სპორტული გაერთიანების"ორგანიზებით  მინი - ფეხბურთის ზონალური ტურნირი ჩატარდა.

ტურნირში რვა სოფლის გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც ჩემპიონობა სოფელ ჩუმლაყის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში სოფელ კალაურის გუნდი ანგარიშით  5:2  დაამარცხა.  მესამე ადგილზე კი ველისციხის გუნდი გავიდა.  

გამარჯვებულებს და პრიზიორებს, გურჯაანის სპორტული გაერთიანების მიერ დაწესებული სამახსოვრო თასები, მედლები, სიგელებით და სპორტული ინვენტარი გადაეცათ. 

გააზიარე