ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მერმა ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

29 აგვისტო, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა, მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გურჯაანის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან ხვიჩა სიმონიშვილთან ერთად მოინახულა.

სოფელ ჩალაუბანში, ე.წ ღვინიანთ უბანში, წყლის ახალი ჭაბურღილი მოეწყო, რომლითაც 150 ოჯახი ისარგებლებს.

ამ ეტაპზე, ჭაბურღილზე ელექტროენერგიის მიწოდების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება.

 ახალი ჭაბურღილი მოეწყო სოფელ ჩუმლაყშიც, საჯარო სკოლის მიმდებარე უბანში. აღნიშნული ჭაბურღილით 70 ოჯახის წყალმომარაგება გაუმჯობესდება. ამ ეტაპზე, მხოლოდ ელექტრო ენერგიის სამუშაოებია დარჩენილი.

ამავე უბნის მიმდებარედ, უკვე დასრულებულია 25 ტონიანი წყლის რეზერვუარის მოწყობა, რომლის შეღებვის სამუშაოებიც ამ დრომდე მიმდინარეობს. ახალი რეზერვუარი 60-ზე მეტი ოჯახის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 7 ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ამასთანავე, აქტიურ ფაზაშია 14 სოფელში 24 საათიანი წყალმომარაგების და გამრიცხველიანების სამუშაოები.

გააზიარე