ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურმა 2022 წლის 9 თვეში ჯამში 3000 ბენეფიციარს გაუწია დახმარება

15 ნოემბერი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურმა 2022 წლის 9 თვეში ჯამში 3000 ბენეფიციარს გაუწია დახმარება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 347 000 ლარი დაიხარჯა.

გურჯაანის სოციალური დახმარების პროგრამა 18 ქვეპროგრამას მოიცავს:

 მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;

ახალშობილთა დახმარება;

0-18-წლამდე ასაკის ბავშვთა და იშვიათი დაავადებების მქონე პირთა საკვებით უზრუნველყოფა;

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება;

ბავშვთა სამედიცინო რეაბილიტაციის თანადაფინანსება;

სამედიცინო დახმარება;

მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება;

ომის მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა;

უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების ხარჯი;

უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა;

უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება;

100 და მეტი წლის ხანდაზმულ პირთა დახმარება;

სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი დახმარება;

ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსება;

სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება;

შშმ პირთა დახმარება;

უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სწავლის თანადაფინანსება;

გააზიარე