ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მერიამ სოციალური მომსახურების სამსახურის ბავშვთა სამედიცინო სოციალური რეაბილიტაციის ქვეპროგრამა გააუმჯობესა

26 ოქტომბერი, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური მომსახურების სამსახურის ბავშვთა სამედიცინო სოციალური რეაბილიტაციის ქვეპროგრამა გააუმჯობესა.

აუტისტური სპექტრის მქონე 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც სახელწიფო პროგრამით თვეში 8 გაკვეთილით სარგებლობენ, მერიიდან დამატებით მიიღებენ თვეში 4 გაკვეთილის დაფინანსებას.

სახელწიფო პროგრამის მაქსიმალური ასაკობრივი ჯგუფის - 7 წლის ზემოთ ასაკის მოზარდები, რომლებიც პროგრამის მიღმა რჩებოდნენ, ასევე ისარგებლებენ ბავშვთა სამედიცინო სოციალური რეაბილიტაციის ქვეპროგრამით.

ჯამში მოზარდებს თვეში 12 გაკვეთილი დაუფინანსდებათ. გაკვეთილები მოიცავს ქცევის თერაპიას, რომელიც ამერიკის წამყვანი სპეციალისტების მიერ არის შემუშავებლი და აუტისტური სპექტრის მქონე პირებს მდგომარეობის დაძლევაში ეხმარება.

 

გააზიარე