ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მერი მუსიკალური სკოლის თანამშრომლებს შეხვდა

23 დეკემბერი, 2022

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, მოადგილესთან - ლერი გელენავასთან ერთად, ქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლას ესტუმრა, სკოლის პედაგოგებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.

ზურაბ უტიაშვილმა, სტუმრობისას, სკოლის შენობაც დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გაკეთდა ცენტრალური გათბობის სისტემა და განახლდა გარე ფასადი. როგორც მერმა შეხვედრისას აღნიშნა, შენობის სრული რეაბილიტაცია მომავალ წელს დასრულდება.

დასასრულს მერი სამუსიკო სკოლის მოსწავლეების საახალწლო კონცერტსაც დაესწრო.

 

გააზიარე