ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა World Vision და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ შეთანხმება გააფორმეს

28 სექტემბერი, 2022

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი World Vision და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების პროგრამის ფარგლებში უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს.

თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, აქტიურად დაიწყეს მუშაობა სკოლამდელი დაწესებულებების გარე მონიტორინგის და შეფასების ინსტრუმენტის შესაქმნელად. ინსტრუმენტის შექმნის მიზანია კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება ბავშვზე ორიენტირებული მომსახურებების გასაუმჯობესებლად, ასევე დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის, მიღწევების, გამოწვევების და საჭიროებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების განსაზღვრა დაწესებულებების მხარდასაჭერად.

ინსტრუმენტის შემუშავების შემდეგ მუნიციპალიტეტის დონეზე, მერის ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში დოკუმენტის პილოტირება განახორციელა.

შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლერი გელენავა და სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტი ოფიციალურად დაამტკიცებს გარე მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტს

გააზიარე