ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ქალაქ გურჯაანში საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართა

28 დეკემბერი, 2022

ქალაქ გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიებები საბავშვო მიუზიკლით ,,ბურატინო“, დაიწყო, რომლის შემდეგაც სცენა "ლეკო-სტუდიის" ბავშვებმა დაიკავეს.

 საბავშვო ღონისძიებებში ზაალ სულაკაურის მუსიკალური სტუდიის ბავშვებიც მონაწილეობდნენ. კონცერტების პარალელურად, სპეციალურად მოწყობილ სახლში, თოვლის პაპა იყო დაბანაკებული და ბავშვებს საჩუქრებს ურიგებდა.

 დღის ბოლოს ყველასთვის საყვარელი "ბზიკები" -ს საბავშვო გალა კონცერტი გაიმართა.

გააზიარე