ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ქალაქ გურჯაანში, საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს

21 დეკემბერი, 2022

ქალაქ გურჯაანში, საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს.

ამ დროისთვის თითქმის დასრულებულია ნონეშვილის ქუჩის განათების მონტაჟის სამუშაოები. აღნიშნულ ქუჩასთან ერთად განათდება თავისუფლების, თამარ მეფის და რუსთაველის ქუჩების ნაწილი. ქალაქში აქტიურად გრძელდება ნაძვის ხისა და სხვადასხვა ილუმინაციების აწყობა, რაშიც მერიისა და ა(ა)იპების თანამშრომლების უმეტესობა ჩართულია.

გურჯაანელებს 26 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით არაერთი დასამახსოვრებელი საახალწლო ღონისძიება ელოდებათ.

 

გააზიარე