ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ღვინოთონი 2023 გამარჯვებული გუნდი "wine guard" გახდა

28 May, 2023

27-28 მაისს, გურჯაანის ტექნოპარკში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და გურჯაანის ტექნოპარკის ორგანიზებით, ღვინოთონი გაიმართა.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფასოდ ესარგებლათ ფაბლაბში არსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარების სერვისებითა და საერთო სამუშაო სივრცით. შექმნეს ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ინოვაციური პროდუქტები მეღვინეობის დარგში, რომელიც არსებულ პრობლემებს გადაჭრის.

ღვინოთონის გამარჯვებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტების გუნდი "wine guard" გახდა, რომელსაც საჩუქრად გრანტი 5000 ლარი გადაეცა.

ღვინოთონის მიზანია მეღვინეობის სექტორში პრობლემების მოკვლევა და შემდეგ მისი გადაწყვეტის მიზნით, ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება ან კონკრეტული პროტოტიპის შექმნა.

გააზიარე