ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანს ახალი ნარჩენების შესაგროვებელი მანქანები გადაეცა

3 ივლისი, 2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ”, “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” ფარგლებში, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს 10 ერთეული პიკაპის ტიპის სატვირთო მანქანა, ნარჩენების შესაგროვებელი და საპრესით აღჭურვილი 23 ერთეული 7მ³ და 13მ³ მოცულობის სპეციალური მანქანები გადასცა.

 აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტს 3 ერთეული სპეც ტექნიკა გადაეცა.

 ახალი აღჭურვილობის გადაცემის პროცესს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი ლიდია კრიტსმანი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ბირგიტ ჰოლდერიდი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

 პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის პროექტის ღირებულება ჯამში 6 800 000-მდე ევროს შეადგენს.

გააზიარე