ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა

16 ოქტომბერი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ღვინის ფესტივალის ფარგლებში,

4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლეს.

გურჯაანთან დამეგობრებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები: ლიეტუვას პაკრუოსის, სლოვაკეთის პოვაჟსკა ბისტრიცას, ესტონეთის კუუსალუს წარმომადგენლები და

ბასკეთის კულინარიის ცენტრის გენერალური დირექტორი ხოსე მარი აიზეგა, გურჯაანს ეწვივნენ და საინტერესო შეხვედრები გამართეს.

ვიზიტის მიზანი კულტურის, განათლების, ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება იყო.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს და ერთობლივი პროექტები განიხილეს. დაიგეგმა სხვადასხვა პროექტის განხორციელება ტურიზმის, განათლებისა და სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

გააზიარე