ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

“გურჯაანიtalks”-ის მეორე დღე გურჯაანის ტექნოპარში

7 ივლისი, 2021

საგანმანათლებლო პროექტის “გურჯაანიtalks” ფარგლებში, გურჯაანის ტექნოპარკში მორიგი პრეზენტაციები გაიმართა.

დღევანდელი პრეზენტატორები რეზო აფხაზავა და ლადო აფხაზავა იყვნენ.

 რეზო აფხაზავამ დამსწრე ახალგაზრდებთან ფორმალური და არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ლადო აფხაზავამ კი განათლებასა და თავისუფლებაზე.

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საგანმანათლებლო პროექტი გურჯაანიtalks მიზნად ისახავს ახალგაზრდებში შესაძლებლობების აღმოჩენას, არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას თანამედროვე ტექნოლოგიებით, ინოვაციითა და სტარტაპების შექმნით. პროექტი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

გააზიარე