ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის სამუსიკო სკოლაში კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის დაბადების 86-ე წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

10 დეკემბერი, 2022

ქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლის დარბაზში, ა(ა)იპ სამუსიკო სკოლების გაერთიანების ორგანიზებით, კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის დაბადების 86-ე წლისადმი მიძღვნილი კონცერტი "მზე შემოდგომისა" გაიმართა.

გაერთიანებაში შემავალი სკოლების აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა ვაჟა აზარაშვილის სასიმღერო და საფორტეპიანო ნაწარმოებები შეასრულეს.

დასასრულს გაერთიანების დირექტორმა, ნინო ჯოხაძემ ვაჩნაძიანის სამუსიკო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე, კონკურს "ნორჩი ვირტუოზის" გამარჯვებული და ლაურეატი მარიამ ქევხიშვილი პლანშეტით დააჯილდოვა.

საღამოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლერი გელენავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნანა რამაზაშვილი ესწრებოდნენ.

გააზიარე